Cyber Knife M6-ით მკურნალობაძირითადად, ფილტვების, პროსტატის, ღვიძლის, პანკრეასის, თავის ტვინის, ზურგის ტვინის სიმსივნეების დროს გამოიყენება, თუმცა ამავე დროს, შეიძლება დაინიშნოს სხეულის ნებისმიერ უბანზე არსებული სიმსივნეების მკურნალობის დროსაც.
რა არის CyberKnife ანუ კიბერ დანა?
Cyber Knife რობოტული რადიოქირურგიის სისტემა, სხეულის ნებისმიერ უბანზე არსებული, სიმსივნური ან არასიმსივნური უჯრედების განადგურების მიზნით გამოყენებადი მკურნალობის სახეობაა. ამ მეთოდით მკურნალობისას, წინასწარ დამტკიცებულ სიმსივნეზე, მაღალი რადიაციული დოზის მიწოდება ხდება.
როგორ მუშაობს CyberKnife M6?
დანადგარი ისეა მოწყობილი, რომ წერტილოვანი დარტყმებით, უტყუარი სიზუსტით აღწევს მიზანს. ვიზუალიზაციის მოწინავე ტექნოლოგია, მაღალი სიზუსტისა და მგრძნობელობის გამო, დაავადებული უბნის მკურნალობისას, ყველაზე კარგად იცავს მის გარეშემო არსებულ ჯანმრთელ ქსოვილს. ამ თავისებურებისა და ქირურგიული კვეთის გარეშე, პაციენტისთვის კომფორტულად ჩატარებული მკურნალობის გამო, ნაკლებადაა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები. პაციენტი უმეტესად, იმ დღესვე ბრუნდება სახლში.
როგორ უნდა მივმართოთ CyberKnife-თ მკურნალობას?
პაციენტთა უმეტესობას, Cyber Knife-ით მკუნალობას, ექიმი ურჩევს. CyberKnife M6-ის გუნდს გადაწყვეტილების მისაღებად, საჭირო გამოცდილება და კვალიფიკაცია გააჩნია.
რა დასკვნებია საჭირო CyberKnife M6-ით მკურნალობაზე გადაწყვეტილების მისაღებად?
მულტიდისციპინური გუნდი ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ყურადღებით ეცნობა პაციენტის სამედიცინო და ქირურგიულ ისტორიას, კლინიური კვლევების შედეგებს, MR /CT /PET-CT ვიზუალიზაციის დასკვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას.
რით გამოირჩევა CyberKnife-ით მკურნალობა?
ეს არის მკურნალობის მეთოდი, უსისხლო, უმტკივნეულო, თმის გადაპარსვის გარეშე, ყოველდღიურ აქტივობებში სწრაფად დაბრუნების შესაძლებლობით და სტაციონარში დარჩენის საჭიროების გარეშე.
რომელ დაავადებებს მკურნალობენ CyberKnife M6-ით?
უპირველესად, განიხილება ისეთი დაავადებები, როგორიცაა, ფილტვების, პროსტატის, ღვიძლის, პანკრეასის, თავის ტვინის, ზურგის ტვინის სიმსივნეები, თუმცა ამავე დროს, სხეულის ნებისმიერ უბანზე არსებული სიმსივნეები.
რა არის CyberKnife M6-ის უპირატესობები?
Cyber Knife M6-ით მკურნალობა 5 ან უფრო ნაკლებ სეანსში მთავრდება. ეს დრო ჩვეულებრივ რადიოთერაპიის თვენახევრიან კურსთან შედარებით, დიდი უპირატესობაა. Cyber Knife არაინტერვენციული უმტკივნეულო პროცედურაა. ქირურგიული ოპერაციის, ნაკვეთი ჭრილობის ან ანესთეზიის გარეშე CyberKnife M6-ის დანადგარით, შესაძლებელი ხდება ისეთი სიმსივნეების მკურნალობა, რომელთა ამოკვეთა ოპერაციით შეუძლებელია. CyberKnife M6-ით მკურნალობისას, გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათად იჩენენ თავს. პაციენტი მაშინვე უბრუნდება ყოველდღიურ აქტივობებს. CyberKnife ადრე რადიოთერაპიით უშედეგოდ ნამკურნალევი პაციენტებისთვის, ყველაზე კარგი არჩევანია.
როგორ დგინდება CyberKnife M6-ით მკურნალობის შედეგი კონკრეტული პაციენტისთვის?
ყველა პაციენტს აკვირდება კვალიფიციურ ექიმთა გუნდი. ეს გუნდი სამედიცინო ფიზიკოსებთან ერთად, ატარებს შესაფერის მკურნალობასა და მონიტორინგს.
ასხივებს თუ არა რადიაციას პაციენტი, CyberKnife M6-ით მკურნალობის შემდეგ?
CyberKnife M6 დანადგარით მკურნალობის შემდეგ, პაციენტი არ ასხივებს რადიაციას. პაციენტს სეანსის შემდეგ ჩვილ ბავშვთან ჩახუტებაც კი შეუძლია.
ვინ ატარებს CyberKnife M6-ის მკურნალობას?
ონკოლოგ-რადიოლოგი, სამედიცინო ფიზიკოსი, რადიოთერაპიის ტექნიკოსი და რადიოთერაპიის ექთანი მულტიდისციპლინურ მუშაობას ატარებენ.
საიმედო და დამტკიცებულია თუ არა CyberKnife M6-ით მკურნალობის მეთოდი?
CyberKnife რადიაციული ტექნოლოგიით შემუშავებული რადიოქირურგიის დანადგარი, 1999 წლიდან ამერიკის FDA-ს (პროდუქტისა და წამლის ადმინისტრაცია) ნებართვით გამოიყენება. მსოფლიო მასშტაბით ათასობით ავადმყოფმა CyberKnife-ით იმკურნალა და ამასთან დაკავშირებული ცნობები მრავალ სამედიცინო ჟურნალშია განხილული. დღეის მონაცემებით, მსოფლიოში CyberKnife-ით 100 000-ზე მეტმა ადამიანმა იმკურნლა. მათგა ნნახევარზე მეტმა თავის ტვინის დაავადებებზე და დანარჩენებმა კი, სხვა უბნბზე იმკურნალეს.
როგორია CyberKnife M6 -ით მკურნალობის გვერდითი მოვლენები?
დაავადებათა უმეტესობას ახასიათებს ისეთი დროებითი გვერდითი მოვლენები, რომლებიც მალე ქრებიან. მაგალითად, ზოგ პაციენტს გვერდით მოვლენად, მსუბუქი დაღლილობა და გულისრევა ახასითებს. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების შესახებ, ექიმი წინასწარ აფრთხილებს პაციენტს.
რამდენჯერ არის შესაძლებელი CyberKnife M6-ით მკურნალობა?
მკურნალობის სიხშირე სიმსივნის მდებარეობასა და უჯრედების სახეობის მიხედვით იცვლება.
რამდენ ხანში დგება შედეგი CyberKnife M6-ით მკურნალობის შემდეგ?
შედეგი სხვადასხვა დროში და სხვადასხვანაირი დგება. ზოგი სიმსივნე, მდებარეობის ადგილიდან გამომდინარე, თვეების ან წლების განმავლობაში, თანდათან ქრება, ზოგი მათგანი მხოლოდ ზრდას აჩერებს. მკურნალობის შედეგი, რუტინული მონიტორინგით, ვიზუალიზაციის სხვადასხვა მეთოდებით ფასდება.
რა განსხვავებაა კლასიკურ რადიოთერაპიასა და CyberKnife M6 რადიოქირურგიას შორის?
კლასიკურ რადიოთერაპიაში ხდება დიდი უბნის დასხივება ანუ სხივდება როგორც დაავადებული, ასევე დაუავადებელი ქსოვილი. ჯანმრთელი ქსოვილის დასხივება, გადამეტებული რადიაციის მიღებას განაპირობებს და გვერდითი მოვლენები მატულობს. ამ გვერდითი მოვლენების შესამცირებლად დიდი მუშაობები ტარდება. რადიოქირურგია, რადიოთერაპიის 30-40 სეანსის მაგივრად, 1-2 სეანსით ტარდება. CyberKnife რობოტული რადიოქირურგიის სისტემა, სიმსივნურ ქსოვილზე რადიაციის მაღალი სიზუსტითა და მაღალი დოზით მიწოდებასთან ერთად, ირგვლივ მდებარე ჯანმრთელი ქსოვილის უკეთესად დაცვის მიზნით შეიქმნა.
რა სხვაობაა CyberKnife M6-ის სისტემასა და რადიოქირურგიის სხვა სახეობებს შორის?
ა) Cyber Knife M6 არის ერთადერთი რადიოქირურგიული მოწყობილობა, რომელსაც მაღალდოზირებული მკურნალობის დროს, შეუძლია აბსოლუტურრი სიზუსტით განახორციელოს დაკვირვება სიმსივნის მოძრაობაზე, რეალურ დროში. სხვა ტექნოლოგიებით მკურნალობის დაწყებამდე იღებენ გამოსახულებას და იწყებენ დასხივებას, Cyber Knife M6 -ით მკურნალობისას, მკურნალობის პროცესში მიიღება რეალური დროის სამ განზომილებიანი გამოსახულება და განისაზღვრება სიმსივნის ზუსტი მდებარეობა.
იმის გამო, რომ Cyber Knife M6 რობოტული სისტემაა, მკურნალობის სხვა სისტემებისგან განსხვავებით, პაციენტის მოძრაობა კონტროლდება 6 ღერძიდან და რობოტს 1440 სხვადასხვა კუთხიდან შეუძლია დასხივება.
CyberKnife M6-ით მკურნალობა ქიმიოთერაპიის შემდეგ ტარდება თუ მანამდე ან მასთან ერთად?
Cyber Knife-ით მკურნალობის ჩატარება შეიძლება როგორც ქიმიოთერაპიამდე, ასევე მის შემდეგ ან მასთან ერთად.
რა განსხვავებაა CyberknifeM6-ის დანადგარსა და CyberKnife-ის სხვა დანადგარებს შორის?
რობოტის მოძრაობა და ხაზური ამაჩქარებლის სათავე შეცვლილია. ამის გამო, მატულობს სხივის კონის კუთხე და დასხივება შესაძლებელია გაცილებით ბევრი უბნიდან. ამან განაპირობა ეფექტიანობის ამაღლება და შეამცირა მკურნალობის დრო. გარდა ამისა, დამატებული ე.წ. მრავალფენიანი კოლიმატორი, უფრო დიდი ზომის სიმსივნეების მკურნალობას ხდის შესაძლებელს. თურქეთში ეს დანადგარი, მხოლოდ ჩვენს საავადმყოფოშია.